ჩვენ შესახებ

ბროკერი, რომელიც ციფრებით მუშაობს

Reinvest Georgia არის საინვესტიციო და კომერციული უძრავი ქონების საბროკერო კომპანია ბათუმში. 2020 წლიდან ვეხმარებით ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს ქონების შერჩევაში, შემოწმებასა და მართვაში.

15+ ქვეყნის დამკვეთი
ჩვენი ისტორია

ბანკიდან უძრავ ქონებამდე

კომპანია დაფუძნდა 2020 წელს, საბანკო სექტორში თოთხმეტწლიანი გამოცდილების შემდეგ. სწორედ იქ ჩამოყალიბდა პრინციპი, რომელზეც დღეს მთელი ჩვენი მუშაობა დგას: გადაწყვეტილება მაშინ არის სწორი, როცა ის ციფრებს ეყრდნობა და არა ემოციას.

დღეს ჩვენი კლიენტები 15-ზე მეტი ქვეყნიდან არიან — გერმანიიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და საფრანგეთიდან. მათ ერთი რამ აერთიანებს: სურთ, კაპიტალი უსაფრთხოდ იყოს და ეძებენ ბროკერს, რომელიც ჯერ ისმენს და მერე სთავაზობს.

2020 ბაზარზე
15+ ქვეყნის დამკვეთი
10.5% საიჯარო უკუგება
$5.5M უმსხვილესი გარიგება
ჩვენი პრინციპები

რითი განვსხვავდებით

01

ფაქტები, არა დაპირებები

ყოველ ობიექტზე ვთვლით რეალურ ფასს კვადრატულ მეტრზე, გაქირავების რეალისტურ სარგებლიანობას და გადაყიდვის საშუალო ვადას — მაშინაც კი, როცა ციფრები ამბობს „დაიცადეთ“.

02

სრული ციკლი

შერჩევიდან საკუთრების რეგისტრაციამდე და შემდგომ მართვამდე — ერთ გუნდთან, ერთ პასუხისმგებლობით.

03

ჯერ იურიდიული შემოწმება

ყოველი გარიგება გადის ერთსა და იმავე ხუთ შემოწმებას: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ყადაღები, ხელშეკრულების აუდიტი, დამოუკიდებელი შეფასება, რისკების ანალიზი.

04

გარიგების შემდეგაც

ვმართავთ გაქირავებას, შემოსავლის ადმინისტრირებას და გადაყიდვას. კლიენტების ნაწილი ჩვენთან მეორე და მესამე გარიგებაზეა.

დამფუძნებელი

„კაპიტალს იცავს არა იღბალი — არამედ ცოდნა, ანალიზი და გულწრფელი რჩევა.“

ჩემი ისტორია საბანკო სექტორში დაიწყო. თოთხმეტი წლის განმავლობაში ასობით მეწარმის გვერდით ვიდექი და ციფრებმა მასწავლეს ის, რასაც დღეს ყველა ინვესტორს ვუზიარებ: ყველაზე ძვირი შეცდომა ის არის, რომელიც მხოლოდ ემოციით მიიღება. ჩემი პრინციპი უცვლელია — ყველა ინვესტიციას ისე ვუდგები, თითქოს ჩემი საკუთარი იყოს.

ლევან ბოლქვაძე დამფუძნებელი და დირექტორი

მოდით, ციფრებით დავიწყოთ

მოგვწერეთ ბიუჯეტი და მიზანი — მოგიმზადებთ შეთავაზებას, რომელიც გამოთვლებზე დგას.